ვებ-პორტალი AGRoGEORGIA

AGROGEORGIA პროექტი არის ეკოსისტემა, რომელშიც ფერმერს შეუძლია გამოიყენოს ტერმინალები (სმარტფონი, პლანშეტი და ა.შ.) ინტერნეტის საშუალებით მის IoT მოწყობილობებზე ბრძანებების ან მოთხოვნების გასაგზავნად.
გადადით ბმულზე: https://agrogeorgia.com

 

Description

ფერმერებს ექნებათ უნიკალური შესაძლებლობა, რეალურ დროში მიიღონ ინფორმაცია დისტანციური სენსორებისგან. ასევე, ფერმერებს შეეძლებათ AGROGEORGIA პორტალზე საკუთარი ანგარიშიდან მართონ შემსრულებელი მოწყობილობები.
საიდუმლო არ არის, რომ ფერმერები განიცდიან კვალიფიციური სპეციალისტების მუდმივ დეფიციტს. AGROGEORGIA პორტალი შესაძლებელს გახდის მოსავლის მოყვანის მრავალი ფუნქციის ავტომატიზაციას. მაგალითად, ნიადაგის ტემპერატურისა და ტენიანობის მიმდინარე პარამეტრების, ჰაერის ტემპერატურის და ფოთლის აქტივობის სენსორების შესახებ ინფორმაცია შესაძლებელს გახდის მცენარეების მორწყვის გრაფიკის ოპტიმიზაციას, რაც გამოიწვევს წყლის რესურსების ეკონომიურ გამოყენებას და მოსავლის ხარისხის გაუმჯობესებას. არასაკმარისი მორწყვა იწვევს მცენარის სტრესს და ზედმეტი მორწყვისას საკვები ნივთიერებები ირეცხება ნიადაგის ქვედა ფენებში. AGROGEORGIA-ს ეკოსისტემაში IoT- სარქველებს შეუძლიათ შეასრულონ ოპტიმალური მორწყვა IoT-სენსორებიდან შეგროვებული მონაცემების საფუძველზე.

პორტალი AGROGEORGIA ფერმერებს მიაწვდის შემდეგ მონაცემებს:

  • ნიადაგის ორი ფენის ტენიანობის და ტემპერატურას;
  • ჰაერის ტემპერატურა და ტენიანობა;
  • ქარის სიჩქარეს;
  • ტურგორული წნება ფოთლებში;
  • წყლის აღრიცხვა;
  • სასუქის ტემპერატურა და ელექტროგამტარობა;
  • ნახშირორჟანგის დონე (სათბურებისათვის);
  • სინათლის სენსორები (სათბურებისათვის);

AGRoGEORGIA პორტალზე მომხმარებელი თავისი ანგარიშიდან შეძლებს წვდომას პროგრამირებისათვის:

  • ტუმბოების და სარწყავი სარქველების ჩართვა/გამორთვა/სინქრონიზაცია;
  • სათბურის განათების ჩართვა/გამორთვა/სინქრონიზაცია;
  • AGROGEORGIA სერვისთან თავსებადი კონტროლერებით აღჭურვილი სხვა მოწყობილობების კონტროლი.

მოწყობილობები აღჭურვილია WiFi, 3G და LoRaWAN უკაბელო ინტერფეისებით.