ინტერნეტ ნივთების ეკოსისტემა
ეს არის ეკოსისტემა, რომელშიც ფერმერს შეუძლია გამოიყენოს ტერმინალები (სმარტფონი, პლანშეტი და ა.შ.) ბრძანებების ან მოთხოვნების გასაგზავნად მის IoT მოწყობილობებზე ინტერნეტის საშუალებით.
ფერმერებს ექნებათ უნიკალური შესაძლებლობა, რეალურ დროში მიიღონ ინფორმაცია დისტანციური სენსორებისგან. ასევე, ფერმერებს შეეძლებათ AGROGEORGIA პორტალზე საკუთარი ანგარიშიდან მართონ მოწყობილობები.
საიდუმლო არ არის, რომ ფერმერები განიცდიან კვალიფიციური სპეციალისტების მუდმივ დეფიციტს. AGROGEORGIA პორტალი შესაძლებელს გახდის მოსავლის მოყვანისათვის მრავალი ფუნქციის ავტომატიზირებას. მაგალითად, ნიადაგის ტემპერატურისა და ტენიანობის მიმდინარე პარამეტრები, ჰაერის ტემპერატურის და ფოთლის აქტივობის სენსორების შესახებ ინფორმაცია შესაძლებელს გახდის მცენარეების მორწყვის გრაფიკის ოპტიმიზაციას, რაც გამოიწვევს წყლის რესურსების ეკონომიურ გამოყენებას და მოსავლის ხარისხის გაუმჯობესებას. არასაკმარისი მორწყვა იწვევს მცენარის სტრესს და ზედმეტი მორწყვით საკვები ნივთიერებები ნიადაგის ქვედა ფენებში ირეცხება. AGROGEORGIA-ს ეკოსისტემაში IoT- სარქველებს შეუძლიათ შეასრულონ ოპტიმალური მორწყვა IoT-სენსორებიდან შეგროვებული მონაცემების საფუძველზე.
პორტალი AGROGEORGIA ფერმერებს მიაწვდის შემდეგ მონაცემებს:
- ნიადაგის ორი ფენის ტენიანობის და ტემპერატურის სენსორები;
- ჰაერის ტემპერატურისა და ტენიანობის სენსორები;
- ქარის სიჩქარის სენსორები;
- ტურგორის წნევის სენსორები ფოთლებში;
- წყლის ნაკადის სენსორები;
- სასუქის ტემპერატურისა და ელექტროგამტარობის სენსორები;
- ნახშირორჟანგის დონის სენსორები (სათბურებისთვის);
სინათლის სენსორები (სათბურებისთვის)
AGROGEORGIA პორტალზე თავის ანგარიშში ფერმერი შეძლებს დააპროგრამოს:
- ტუმბოების და სარწყავი სარქველების ჩართვა/გამორთვა/სინქრონიზაცია;
- სათბურის განათების ჩართვა/გამორთვა/სინქრონიზაცია;
- AGROGEORGIA სერვისთან თავსებადი კონტროლერებით აღჭურვილი სხვა მოწყობილობების კონტროლი.
ტექნიკა და აღჭურვილობის სპეციფიკაციები
ტექნოლოგიური ჯაჭვი შედგება ხუთი ძირითადი ელემენტისგან:
- სენსორები და მოწყობილობები, რომლებიც აგზავნიან მონაცემებს სისტემაში ან იღებენ ბრძანებებს ან მოთხოვნებს სისტემიდან;
- რადიოკონტროლერები, რომლებიც დაკავშირებულია სენსორებთან და მოწყობილობებთან და უზრუნველყოფს პირველადი ინფორმაციის დამუშავებას და მონაცემთა გაცვლას LoRa-როუტერთან რადიოარხით;
- LoRa-როუტერი, რომელიც დაკავშირებულია სადენიანი ან 3G ინტერნეტით უზრუნველყოფს ინფორმაციის გაცვლას IoT-პორტალთან;
- IoT-პორტალი არის სერვერი, რომელიც მომხმარებელს აძლევს მოწყობილობებზე დისტანციურ წვდომას;
- მომხმარებელი სმარტფონით ან ლეპტოპით მოსახერხებელი ინტერფეისის წყალობით მომხმარებელი მართავს თავის დისტანციურ მოწყობილობებს და იღებს მიმდინარე ინფორმაციას მისი ფერმის სხვადასხვა ნაწილიდან.