აეროპონიკის უპირატესობა მცენარეების გასაზრდელად
ეკოლოგიურობა
მცენარეების გაზრდა აეროპონული მეთოდით ითვლება უსაფრთხოდ და ეკოლოგიურად სუფთა მეთოდად ნატურალური და ჯანმრთელი მოსავლის მისაღებად. ასევე დამატებით ეკოლოგიური უპირატესობა აეროპონიკისთვის ითვლება წყლის და ენერგიის ეკონომია. კლასიკური მოსავლის მოყვანსთან შედარებით აეროპონიკა გვთავაზობს ერთ ერთეულ პროდუქტზე წყლისა და ენერგიის ნაკლებ მოხმარებას. მცენარეები მთლიანად ითავსებენ ყველა მოხმარებულ საკვებ ნივთიერებებს. მიწაში არაფერი მიდის, გრუნტის წყლები არ ბინძურდება, მიკრობების ზეგავლენა ნიადაგში არ არის.
დაავადებების არარსებობა მცენარეში
აეროპონიკაში შეგვიძლია შევზღუდოთ ინფექციების გადატანა, დაავადებულ ზონაში სწრაფად იზოლირებით. ნიადაგის შემთხვევაში დაავადება შეიძლება განვითარდეს მთელს მკვებავ გარემოში და გავლენა მოახდინოს ბევრ მცენარეზე. ასევე აეროპონული მეთოდით მცენარეების ზრდა ავტომატურად იცავს მცენარეებს დაავადებებისგან, რომელიც არის ნიადაგში. ასევე იცავს დიდი რაოდენობით მავნებნებისგან რომლებიც არიან მიწაში.
ეკონომიურობა
აეროპონიკის ძირითადი ეკონომიურობა მდგომარეობს იმაში, რომ მისი წარმოება არ მოითხოვს მიწის ნაკვეთებს და მისი საშუალებით შესაძლებელია შევქმნათ მრავალიარუსიანი სათბურები საკვები პროდუქტის წარმოებისათვის. ასეთი მიდგომა საშუალებას გვაძლევს მოვხსნათ პრობლემა მიწის ნაკვეთების შეზღუდული რაოდენობისა, ასევე ისეთი ადგილების ათვისებისა, რომლებზეც შეუძლებელია საკვები პროდუქტების წარმოებისათვის. ერთი ვერტიკალური აეროპონიკის პანელით შესაძლებელია მაგალითად 2000-ზე მეტი მცენარის მოყვანა 3 კვადრატულ მეტრზე. ტრადიციულ მეურნეობებთან შედარებით 10-20ჯერ ნაკლები ტერიტორიაა საჭირო, მიუხედავად მცენარის კულტურისა. ეს ყველაფერი გვაძლებს ენერგიის და ფინანსების რესუსრების ეკონომიას.
წარმოების გააქტიურება
ჟანგბადით გაჯერებული ფესვთა სისტემა აჩქარებს მცენარეების ზრდას და განვითარებას. მცენარეებისათვის შექმნილი ხელსაყრელი პირობები რამდენჯერმე ზრდის მოსავლიანობას ნიადაგში ან სუბსტრატში მოყვანილ ანალოგებთან შედარებით. დაჩქარებული ვეგეტაცია საშუალებას გაძლევთ მიიღოთ მოსავალი წელიწადში რამდენჯერმე, სტაბილურად და კლიმატის რყევების მითითების გარეშე. მცენარის კლასიკურ კულტივირებაში ყოველთვის არის შემზღუდველი ფაქტორი – განათება, ტენიანობა, საკვების ნაკლებობა, ტემპერატურა, CO2-ის ნაკლებობა და ა.შ. ნიადაგი. მაქსიმალური მოსავლიანობის მისაღებად თითქმის იდეალური პირობებია შექმნილი.
გამოყენების სიმარტივე
მცენარეების მოვლა შორ მანძინლზე უკვე ძალიან მარტივია. დარგვისას უბრალოდ ჩადეთ წინასწარ დათესილი ნერგები კალათებში, დაამატეთ წყალი და რეკომენდებული საკვები ნივთიერებები ავზში. განახლებისთვის ან შესაცვლელად საკმარისია ძველი მცენარის ამოღება და სარწყავი სისტემის ჩამორეცხვა.